რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა

ანკარას და მოსკოვს შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გავლით, სხვა საკვები პროდუქტებისა და საქონლის ექსპორტზე. ამის შესახებ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეძღვნება.

მისივე თანახმად, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა შავი ზღვის მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში მიაღწია ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე.

ერდოღანმა ასევე „გამოხატა თავისი გულწრფელი სურვილები ომის „რაც შეიძლება მალე“ დასრულების შესახებ“.

22 ივლისს თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ, სტამბოლში მოაწერეს ხელი საეტაპო შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ, რომელიც ომის გამო შეჩერებული იყო. მარცვლეულის საეტაპო შეთანხმება კიდევ 120 დღით, 19 ნოემბრიდან გაგრძელდა.

გარდა ხსენებული საკითხებისა, თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას, თურქეთ-სირიის საზღვარზე, 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფნის შექმნა მოითხოვა.