იტალიის დედაქალაქ რომში კაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ქალი მოკლა და ოთხი ადამიანი დაჭრა.
57 წლის ეჭვმიტანილმა კლაუდიო კამპიმ ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა.
სამართალდამცავებმა კლაუდიო კამპი დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით რომის მერმა, რობერტო გუალტიერიმ საგანგებო სხდომა მოიწვია და ინციდენტი "ძალადობის მძიმე ეპიზოდად” შეაფასა.