აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.
„ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის ეს მიმართვები უპასუხოდ რჩებოდა და ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის აღსაკვეთად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. ჩვენი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით ეხება კიზილბულაგის ოქროს და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს",- აღნიშნა აიხან ჰაჯიზადემ.
ჰაჯიზადემ აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს კიზილბულაგისა და დემირლის საბადოების ტერიტორიაზე არ უშვებენ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 დეკემბერს, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ეკოლოგიის სამინისტროების წარმომადგენლები მივიდნენ გიზილბულაგისა და დამირლის საბადოებზე, რათა იქ, შესაძლო უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით მონიტორინგი განეხორციელებინათ.
„ადგილობრივმა აქტივისტთა ჯგუფმა“ ოფიციალურ პირებს შახტების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან მონიტორინგის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესა და RMK-ს სარდლობას შორის მოლაპარაკებებზე წინასწარ იყო მიღწეული.