მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ბალაშიხაში, სავაჭრო ცენტრ Stroypark-ის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
რუსული მადიის ცნობით, ხანძრის ფართობი 350 კვადრატული მეტრია.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული განყოფილების ცნობით, ცეცხლის ქრობის ოპერაციაში 45 ადამიანი და 14 სპეცტექნიკა იყო ჩართული.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.