კახა კალაძე: რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენაში პრობლემას ვერ ვხედავ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავს. 

"რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში?" - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმის შემოღება არ გამორიცხა.