პრემიერ-მინისტრი: ექსტრემისტებს უნდოდათ, მეორე ფრონტი და მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ექსტრემისტებს, ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდათ მეორე ფრონტი და მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ბოლო 2-3 წელში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მლრდ ლარით.

"ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე  ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა", - აცხადებს ღარიბაშვილი.