ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსეთის ძალებისთვის სტრატეგიული ხიდი დაზიანდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსული ჯარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. 

„ოკუპირებულ მელიტოპოლში დაზიანდა ხიდი, რომელიც ქალაქს, სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა“,- აღნიშნა ფედოროვმა. 

მისივე თქმით, დამპყრობლებმა, აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა ამ ხიდის გამოყენებით გადაიტანეს.