შეერთებული შტატები ამზადებს ახალ განცხადებებს უკრაინისთვის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გასულ პარასკევს ჩვენ გამოვაცხადეთ კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინაში. უახლოეს დღეებში გვექნება დამატებითი განცხადებები“, - განაცხადა სალივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და ვაშინგტონს სურს, დარწმუნდეს, რომ რუსეთის ნებისმიერი ძალისხმევა უკრაინაში სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გზით უპირატესობის მოსაპოვებლად შესუსტდება.