საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მძიმე შეიარაღების გატანის შესახებ და რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ შესაძლებლობაზე.
„ჩვენ მოვახერხეთ ჩერნობილის დაცვა და ჩვენი მიზანია, დავიცვათ ზაპოროჟიე. მომავალი კვირები გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას პარიზში, რომელიც უკრაინისთვის ზამთრის გადასალახად დახმარების უზუნველყოფას მოიცავს.
IAEA თანახმაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური მისიები გაგზავნოს უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე. IAEA-ს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსოს თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შემოღებაზე მუშაობა გრძელდება.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ელექტროსადგური მარტის დასაწყისში დაიკავეს რუსეთის ძალებმა, თუმცა მას უკრაინის პერსონალი მართავს. რისკის შემცველია ის ფაქტი, რომ ელექტროსადგური ახლოს მდებარეობს ფრონტის ხაზთან. რუსეთი არაერთხელ დაადანაშააულეს ობიექტის მიზანმიმართულად დაზიანებაში, რის გამოც უკრაინა ბირთვული კატასტროფის რისკებზე მიუთითებდა.