უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს.
„ტერორისტებმა დღეს დილით დაიწყეს თავდასხმა 13 უპილოტო თვითმფრინავით. წინასწარი ინფორმაციით, 13-ვე უპილოტო თვითმფრინავი ჩვენმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს! მე ვამაყობ თქვენით!“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, უგულვებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები.
როგორც ცნობილია, კიევსა და რეგიონში დილის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ორი ადმინისტრაციული შენობა და კერძო სახლი დაზიანდა.