WSJ: აშშ, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას გეგმავს

შეერთებული შტატები, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინისთვის სანქციების დაწესესებას გეგმავს, იუწყება Wall Street Journal ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით.

სანქციები, რომლებიც შესაძლოა, 15 დეკემბერს გამოცხადდეს, სავარაუდოდ პოტანინს, მის მეუღლეს ეკატერინა პოტანინას შეეხება. ასევე იგეგმება მისი იახტის დაყადაღება, ამბობენ წყაროები.

მედია წყარობზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების სიაში ასევე იქნება Interros-ი, საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც პოტატინი აკონტროლებს. 

სანქციების სიაში, სავარაუდოდ არ მოხვდება კომპანია Norilsk Nickel-ი, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც პოტანინია, - ამბობენ Wall Street Journal-ის წყაროები.

ივნისის ბოლოდან პოტანინი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.