ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს.
2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი - ბარელზე $60 დააწესა.
რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენის Power of Siberia-2-ის ასაშენებლად ემზადება.
Power of Siberia - 2 გაზსადენის მშენებლობა სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება და მხოლოდ 2030 წლისთვის დასრულდება.
რუსული გაზი ამ მილსადენით მონღოლეთის ტერიტორიიდან ჩინეთის ცენტრალურ ნაწილამდე გაივლის. ორი Power-Ciberia მილსადენის სრული ექსპლუატაციით, რუსული გაზის ექსპორტის მოცულობა ჩინეთში 88 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.
ეს მოცულობა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთს გაუგზავნის იმ გაზის ნახევარზე მეტს, რომელიც ევროპას კონფლიქტამდე მიჰყიდა.
2021 წელს რუსული გაზის წილი ჩინეთის იმპორტის კალათაში 10 პროცენტი იყო.