Washington Post: აშშ უკრაინისთვის „ჭკვიანი ბომბის“ კომპლექტის გადაცემას გეგმავს

ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას გაუგზავნოს მოწინავე ელექტრონული აღჭურვილობა, რომელიც საავიაციო ბომბის „ჭკვიან“ ბომბად აქცევს და რომლითაც უკრაინა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე მაღალი სიზუსტის დარტყმებს განახორციელებს. ამის შესახებ Washington Post-ი ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

კომპლექტები გლობალური პოზიციონირების მოწყობილობებისგან შედგება და მისი სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად გამოყენებაა შესაძლებელი, მას პენტაგონი "Joint Direct Attack Municition" ან JDAM-ს უწოდებს. ამერიკელმა სამხედროებმა ეს ტექნოლოგია 900 კგ-მდე წონის საავიაციო ბომბების წინააღმდეგ გამოიყენეს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მისაწოდებლად ემზადება.