აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), უკრაინაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის აღდგენის დასაფინანსებლად დამატებით 17 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ვიქტორ ლიაშკოსა და მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს იჰორ კუზინს შორის ვაშინგტონში CDC-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას გახდა ცნობილი.
თანხების ნაწილი მოხმარდება უკრაინელი სპეციალისტების სასწავლო კურსის შემდგომ მხარდაჭერას და განვითარებას, რაც დადებითად აისახება უკრაინაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე.