15 დეკემბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ალი ასადოვმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოკითხვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს ვრცელი დღის წესრიგი აქვს.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
აღინიშნა მიმდინარე წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და ეკონომიკის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე შედგა აზრთა გაცვლა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.