უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის მიზნით, მისი გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილისადმი წვდომა.

„უკრაინა მომავალშიც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშვილისას, რომელიც გათავისუფლებულ უნდა იქნას”, - აღნიშნულია განცხადებაში.