მედია: ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ

რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, მედიას წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა.

ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

მედიის ცნობით, სანქციების პაკეტმა უნდა გაიაროს წერილობითი დამტკიცების პროცედურა პარასკევს შუადღისთვის, ამის შესახებ Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ციტირებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.