ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ Reuters წერს. 

„ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვთ ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, მონტენეგროს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.