ქუთაისში სამგზავრო ავტობუსის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178 მუხლით (ყაჩაღობის მცდელობა).
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუფლება სცადეს. ორივე მათგანი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა.