უკრაინელმა ხალხმა და მისამა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში დაამარცხეს რუსეთის პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა და ასევე დაამარცხა რუსეთი რადგან მსოფლიომ დაინახა ის, რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წინა აგრესიები, 1992, 2008, 2014, მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, 2022 არის ევროპის წელიც, რადგან მის წინაშეა გამოწვევები. „რაც იყო ევროპის შექმნის ბაზისი, რომ გავთავისუფლებულიყავით ომისგან სამუდამოდ, ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში. ეს არის გამოწვევებით სავსე და რაღაცნაირად ამარცხებს ევროპის მიზანს.
თუმცა, აქ არაფერი არ მთავრდება და ამ გამოწვევის შედეგად, ევროპა უფრო გაიხსნა გაფართოების პერსპექტივის მიმართ და ეს არის ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგი.
აქ ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად, დასაცავად და აჩვენებს თუ რას ნიშნავს იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი, რომ გაერთიანდე, იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.