დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები გაუგზავნა

დიდი ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას Brimstone-ის ტიპის 2 ზუსტი მართვადი რაკეტა გაუგზავნა.

„ამ დახმარებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის წინსვლის შეჩერებაში“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნის საკითხი განიხილოს, თუ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

„მე მუდმივად განვიხილავ იარაღის სისტემებს, რომლებიც შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას. ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენს ნუსხაში არსებული უფრო დიდი იარაღის სისტემები, და თუ რუსები განაგრძობენ სამოქალაქო ტერიტორიებზე დამიზნეებს და შეეცდებიან, დაარღვიონ ჟენევის კონვენციები, მე ვიქნები მზად, განვიხილო რისი გაკეთება შეგვიძლია შემდეგში“, - განაცხადა უოლესმა პარლამენტში, როდესაც შესაბამისი შეკითხვა დაუსვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.