უკრაინის დედაქალაქში გათბობის სისტემის მუშაობა აღდგენილია. ამის შესახებ კიევის მერმა განაცხადა.
„დედაქალაქის ცენტრალური გათბობის სისტემა სრულად აღდგა“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
მისივე თქმით, გათბობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში წარმოიშვას.
კიევის ოლქის გუბერნატორის, ოლექსი კულებას თქმით, უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რეგიონის 600 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქისკენ გასროლილი დაახლოებით 40 რუსული რაკეტიდან, უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 ჩამოაგდეს. თავდასხმის დროს დაიჭრა კიევის ერთი მკვიდრი.