NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელოების 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა"

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც დეკემბერში ჩატარდა, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.