დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გაგზავნის

ბრიტანული მედიის ცნობით, „რუს მუსიკოსებს, ოპერის მომღერლებსა და საცირკო შემსრულებლებს კრემლი ფრონტის ხაზზე აგზავნის, რათა ომით დაღლილი ჯარისკაცები გაამხნევონ“. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, მომღერლების ჯგუფი რუსი სამხედროების მორალის ამაღლებაზე ფოკუსირდება. 

მაგრამ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული „კრეატიული ბრიგადების“ რეალური მისია კრემლის პროპაგანდის გაძლიერებაა.

14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი „ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში განლაგებული ჯარის მორალის ამაღლება დაევალათ.