აშშ-ის ციხიდან გათავისუფლებულმა და რუსეთისთვის გადაცემულმა, ვიქტორ ბუტმა, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ფილიალის გახსნაში. ამ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
თავის გამოსვლაში ბუტმა რუსეთში საკუთარი დაბრუნება მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას შეადარა.
ვიქტორ ბუტი ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას 12 დეკემბერს შეუერთდა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ფედერაციაში მსჯავრდებული ამერიკელ კალათბურთელ, ბრიტნი გრინერში გაცვალეს.