ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.
„ჟურნალისტებთან კომენტარს ვწერდი, ამ დროს ეთერში უცნობმა პირმა ზურგიდან კვერცხების სროლა დაიწყო. მე არ ვიცნობ, ამ ადამიანს. მითხრა აქაური ვარო, მაგრამ ჩვეულებრივად სუს-ის გამოგზავნილი „ტიტუშკაა“, რომელიც ლაჩრულად იქცევა”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.