ევროკავშირი იწყებს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, საბოლოო მიზანი კი, რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაა, ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი (EUMCAP), რომელიც ოქტომბერში შეიქმნა, დღეს ასრულებს თავის მანდატს.
„40 ევროპელი ექსპერტის განლაგება ეფექტიანი აღმოჩნდა, რაც დაეხმარა ნდობის ჩამოყალიბებას არასტაბილურ ვითარებაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სომხეთში ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა.
ამ ფონზე, საბჭომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის არსებული სადამკვირვებლო მისია საქართველოში, დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის სომხეთში, რათა გაზარდოს ევროკავშირის ინფორმირებულობა უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ხელი შეუწყოს შესაძლო სამოქალაქო მისიის დაგეგმვასა და მომზადებას ქვეყანაში“, - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.