ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს

ბრიუსელი არ გააგრძელებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს, რომელიც მომავალ კვირას სრულდება.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. 

ბორელის თქმით, მისიის მუშაობა „ეფექტური“ იყო, თუმცა არ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გაუგრძელდა მისას ვადა, მხოლოდ აღნიშნა, რომ „როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან შეთანხმების თანახმად, მისიამ საქმიანობა 19 დეკემბერს უნდა დაასრულოს. 

 „თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგში შუამავლის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, სომხეთში გაიგზავნება ჯგუფი, რათა დაგეგმონ სამოქალაქო მისიის შესაძლო გაგზავნა მომავალ წელს, თუ ასეთი შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე 17 ოქრტომბერს შეთანხმდნენ.