The Economist-მა 2022 „წლის ქვეყნად“ უკრაინა აირჩია. The Economist-მა ხაზი გაუსვა უკრაინელების ოთხ თვისებას, რისთვისაც გამოცემამ ჯილდოს გადაცემა გადაწყვიტა.
„წლის ქვეყნის არჩევა ადვილი არ არის. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, თავისუფალი დებატებით იწყებენ და ისინი კამათობენ ათეულობით ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად, მას შემდეგ, რაც 2013 წელს დავიწყეთ წლის ქვეყნების დასახელება, არჩევანი აშკარაა. ეს შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინა“, - წერს გამოცემა.
პირველი თვისება არის უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გმირობა.
მეორე - გამჭრიახობა, შემოქმედებითობა, რომელიც The Economist-ის შეფასებით, გამოიხატება უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარით, გამოავლინოს რუსული ჯარების სისუსტეები.
მესამე - უკრაინელების გამძლეობა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების მიუხედავად, თავდასხმებმა როგორც ჩანს, ვერ შელახა (უკრაინელების) მორალი.
მეოთხე - შთაგონება. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეუძლია, დაუპირისპირდეს მოძალადეებს, თუნდაც უზარმაზარი ძალის.
ამასთაან, The Economist-მა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა „ომის დანაშაულებს ომის დანაშაულებით არ უპასუხეს...
ცნობისთვის, Financial Times-მა და TIME-მა დეკემბერში ზელენსკი „წლის ადამიანად“ დაასახელეს. TIME-მა ასევე აღიარა „უკრაინის სული“, რომელსაც განასახიერებს უამრავი ადამიანი, ვისაც წვლილი შეაქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.