უკრაინამ აშშ-სგან 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მეორე ტრანში მიიღო.
უკრაინის ფინანსთან სამინისტროს ცნობით, თანხა უკრაინელი სასწრაფო დახმარების მუშაკების პენსიების, ხელფასების და უფასო სამედიცინო მომსახურების დაფარვას მოხმარდება.
„ასეთი დახმარება არამხოლოდ საშუალებას, გვაძლევს დროულად და სრულად დავფაროთ პრიორიტეტული სოციალური ხარჯები, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზე შემდგომი ვალის ტვირთს მოხსნის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ.
საერთო ჯამში, 24 თებერვლის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას გრანტების სახით, 12 მილიარდი დოლარი გამოუყო, რაც ქვეყანას უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების უმსხვილეს დონორად აქცევს.