უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, იმ დღეს დაიღუპა რამდენიმე მებრძოლი, თუმცა ამ დროისთვის, გარდაცვლილებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.
დაღუპულ მებრძოლს მშოლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.