აშშ-მ უკრაინას დამატებით, 374 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო

შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, უკრაინას დამატებით, 374 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

ამის შესახებ USAID იუწყება.

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, 374 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო, უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომით გამოწვეული მიმდინარე საჭიროებების საპასუხოდ“, - აცხადებენ სააგენტოში.

მისივე თანახმად, ეს დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა, რადგან რუსეთის განგრძობითმა თავდასხმებმა სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მკაცრი ზამთრის პერიოდში მრავალი დასახლება უსაფრთხო თავშესაფრის, საკვების, სუფთა წყლისა და სანიტარული სისტემის გარეშე დატოვა.

თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ უკრაინას 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოიყო.