რუსეთის ქალაქ მურმანსკში ავიამზიდს „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის", - თქვა გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა.
„ადმირალი კუზნეცოვი“ ერთადერთი ავიამზიდია რუსეთის საზღვაო ძალებში, რომელიც ექსპლუატაციაში სსრკ-ს დროს შევიდა. მისი მშენებლობა 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.
რუსული ავიამზიდი რამდენიმე წელია, რემონტზეა. 2018 წელს კრეისერს ამწე დაეცა, რის შედეგადაც გემზე 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ერთი მექანიკოსიც დაიღუპა.
2019 წელს კრეისერზე დაგროვილი ნარჩენების გამო ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.