Nokia-სა და Ericsson-ის გასვლის შემდეგ, რუსეთში მობილური კომუნიკაციები შესაძლოა, 1990-იან წლების დონეზე აღმოჩნდეს - Reuters

სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლების Nokia-სა და Ericsson-ის გასვლა რუსეთის ბაზრიდან წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით კომუნიკაციების გაუარესებას გამოიწვევს. ქვეყნის მასშტაბით და დაფარვა შესაძლოა, თანდათან 1990-იანი წლების ბოლოს არსებულ ვითარებას დაუბრუნდეს.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

Ericsson-ი და Nokia, რომლებიც რუსეთში სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ და საბაზო სადგურების დაახლოებით 50%-ს ფლობენ, აწარმოებენ ყველაფერს, სატელეკომუნიკაციო ანტენებიდან დამთავრებული აპარატურით, რომელიც აკავშირებს ოპტიკურ ბოჭკოს, რომელიც გადასცემს ციფრულ სიგნალებს.

ისინი ასევე უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას აძლევს ქსელის სხვადასხვა ნაწილებს სინქრონულად იმუშავონ.

„ჩვენ ვმუშაობთ წლის ბოლომდე და სწორედ ამ დროს იწურება სანქციებით დაშვებული ყველა გამონაკლისის ვადა“, - განუცხადა Ericsson-ის ფინანსურმა დირექტორმა კარლ მელანდერმა Reuters-ს.

ასევე Nokia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პეკა ლუნდმარკმა რუსეთიდან გასვლის შესახებ განაცხადა: „ჩვენი გასვლა დასრულდება. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას".