„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, 5 000-ლარიანი გირაო დაეკისრა

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირი იოსებ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.

ამასთან, თავად ბრალდებულმა, ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი მისი მხრიდან შეცდომა იყო.

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული. მეორეჯერ არ განმეორდება”, - განაცხადა სირაბიძემ.

ცნობისთვის, დაკავებულ იოსებ სირაბიძეს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.