აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას ზრდის. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ უკრაინული პორტების წინააღმდეგ რუსეთის ოპერაციების გამო, რუსეთის საზღვაო სექტორს სანქციები დაუწესდებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი ზელენსკის ვიზიტს მოჰყვა.

„შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა რომ შეაჩეროს რუსეთის შეტევები უკრაინაზე ჰაერიდან, მიწიდან თუ ზღვიდან. ეს ზომები ხაზს უსვამს მარტივ გზავნილს: კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი სასტიკი კამპანია უნდა დაასრულოს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.