დანიამ უკრაინისთვის დამატებითი, 42 მილიონ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება.
„უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ჩვენი და ევროპის ბრძოლა თავისუფლებისთვის… მთავრობა გააგრძელებს უკრაინელების მხარდაჭერას ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადა მინისტრმა იაკობ ელემან-იენსენმა.
ოქტომბერში დანიამ, გერმანიასთან და ნორვეგიასთან ერთად, პირობა დადო, რომ სლოვაკეთიდან 16 თვითმავალ ჰაუბიცას ერთობლივად შეიძენენ, რათა დამატებითი დახმარება გაუწიონ უკრაინას. ჰაუბიცების მიწოდება 2023 წელს იგეგმება. 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დანიამ უკრაინას 500 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.