იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.
„მინდა ვესტუმრო კიევს მომავალი წლის პირველ თვეებში, ეს არის ერთ-ერთი მოგზაურობა, რომელსაც პრიორიტეტულად მივიჩნევ", - ამის შესახებ მელონიმ იტალიურ მედიას განუცხადა.
მანამდე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მარიო დრაგი კიევს 2022 წლის ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა.