მაროკოში, გაზსაცავის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო

მაროკოში, მუჰამედიაში პორტთან მდებარე გაზსაცავის ტერიტორიაზე ხანძარი ხუთ ავტოცისტერნას გაუჩნდა, მათში 40 ტონა საწვავი იყო. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.

წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 

მუჰამედია მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კასაბლანკას მახლობლად, მაროკოს დედაქალაქიდან, ქალაქ რაბათიდან დაახლოებით 60 კილომეტრში.