ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ფოტოებზე ჩანს, რომ ის ნაცემია.
დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს.
შეგახსენებთ, პოლიციელებს ძალადობაში ასევე ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.