პარიზში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი

პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა.

მათივე ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. ამასთან, პარიზის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა.