NDI: ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა. პანდემია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს.

"მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლად არჩეული პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან.

როგორც ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში აცხადებენ, ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლისაგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა,რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობისმხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაციაუცვლელი დარჩა.

“უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთანმიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინიცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემებისმოგვარებაზე ერთად იზრუნონ,” - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.

NDI-ის შეფასებით, ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდპრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულსაკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახისწევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სადგაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელისაწვდომ ფასად (65 პროცენტი).

მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა.თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს,რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ დაგადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ დასტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთიპოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებულიმოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებულიინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდესმსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოსმასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი.რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.