პარიზში, ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას ათობით ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, არეულობა პარიზის ცენტრში ქურთების კულტურის ცენტრთან მომხდარ თავდასხმას მოჰყვა.
ფრანგმა პენსიონერმა, რომელიც ქსენოფობიური თავდასხმებში ადრეც იყო ეჭვმიტანილი, ცენტრთან ცეცხლი გახსნა, რასაც სამი ეთნიკური ქურთი ემსხვერპლა.
ამასთან, აქციის მონაწილეები თავდასხმის ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.