უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს ხერსონში მოხდა, თუ მეტი იარაღი მიიღებს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსების მიერ ხერსონის დღევანდელი ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ ომის დანაშაულია, არამედ შურისძიებაა ქალაქის მოსახელეობაზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა.
„უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს მსგავსი ტრაგედიები, თუ მას ექნება მეტი კონტრ-ბატარეის იარაღი, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამგვარად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განიდევნებიან უკრაინიდან", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხეროსნზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.