„თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად აყალიბებს ახალ ეტაპს რეგიონის განვითარებაში. სომხეთის მიერ მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი დაჩქარდება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ყოველ ჯერზე, როცა თურქეთი ნახტომებს აკეთებდა თავის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ოპონენტები ცდილობდნენ ჩვენს შეჩერებას - გადატრიალების, ტერორისტული ორგანიზაციების ან ეკონომიკის დაზიანების გზით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის საბადოს განვითარებას ენერგეტიკის სექტორში ახალი „პოზიტიური ამბები“ მოჰყვება.