ბოლო დღეებში ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების წინსვლა შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა პიკს რუსეთის შეტევამ და მათმა მცდელობებმა, რომლებიც ქალაქის აღებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.
რუსი ბლოგერები აღიარებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსული წინსვლის ტემპის შენელება შეძლეს. იმავდროულად, უკრაინული სოციალური მედიის წყაროები ადრე აცხადებდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა 21 დეკემბერს, ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნიდან მთლიანად გააძევეს რუსული ძალები“, - წერს ISW.
ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, იბრძვიან ბახმუტის რაიონში შეტევითი ოპერაციების ტემპის შესანარჩუნებლად და შესაძლოა, შეეცადონ, ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის აღებას.