Pink Floyd-მა უკრაინის დასახმარებლად $600,000-ზე მეტი შეაგროვა

ცნობილმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Pink Floyd სიმღერით Hey, Hey, Rise Up, უკრაინის დასახმარებლად $600,000-ზე მეტი შეაგროვა. უკრაინული მედიის ცნობით, ჯგუფის წევრების დევიდ გილმორისა და ნიკ მეისონის მიერ დამატებული პირადი სახსრების შედეგად, თანხამ 500 000 ფუნტ სტერლინგამდე მიაღწია.

თანხა გადაეცემა შემდეგ ჰუმანიტარულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: Hospitallers Paramedics, The Kharkiv and Przemyśl Project, Vostok SOS, Kyiv Volunteer და Livyj Bereh.