თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატარში ახლახან დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
ერდოღანის თქმით, არგენტინელი ლიონელ მესის და პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შედარება არასწორია. მისივე თქმით, ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატზე „პოლიტიკური აკრძალვის“ ქვეშ მოექცა.
მათ რონალდუ შესაძლებლობები ფუჭად „გაფლანგეს". სამწუხაროდ, ის „პოლიტიკური განწყობების“ გამო, აკრძალვის ქვეშ მოექცა. მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე მოედანიდან ისეთი ფეხბურთელის გაშვებამ, როგორიც რონალდუა, მისი ფსიქოლოგია დაანგრია და ენერგია წაართვა“, - განაცხადა ერდოღანმა.
„რონალდუ არის ადამიანი, რომელიც იცავს პალესტინელების სამართლიან საქმიანობას“, - აღნიშნა ერდოღანმა.