ბუჩაში „მაკდონალდსი“ გაიხსნა

„მაკდონალდსმა“ საშობაო არდადეგების წინა დღეს, ბუჩაში რესტორანი კვლავ გახსნა, იტყობინება უკრაინული მედია. 

რესტორანი ბუჩაში 2022 წლის მარტში საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, ის მანამდე, 2020 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა.

რესტორანი 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს და აღჭურვილია გენერატორით, რომელიც დაწესებულებას ელექტროენერგიის გათიშვის დროს უფრო სტაბილურად მუშაობის საშუალებას მისცემს.

20 სექტემბერს მაკდონალდსმა კიევში რესტორნების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო. 25 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში 64 რესტორანი ფუნქციონირებს. ომამდე, უკრაინის 24 ქალაქში „მაკდონალდსის“ ქსელი 109 რესტორნისაგან შედგებოდა.