გენშტაბი: უკრიანის ძალებმა მტრის თავდასხმა რვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 2 სარაკეტო დარტყმა და 44 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) გამოყენებით განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რვა დასახლებულ პუნქტთან მტრის თავდასხმა მოიგერიეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელივსკესა და სტელმახივკას დასახლებებში და დონეცკის ოლქში დილიივკას, კრასნოჰორივკას, ვოდიანეს, ვესელეს, მარინკასა და პობიედას რაიონებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.